ვახო ფხაკაძე

პერსონალური ვარჯიში

ᲕᲐᲮᲝ ᲤᲮᲐᲙᲐᲫᲔ

მთავარი ტრენერი

პერსონალურ ტრენერთან ვარჯიშს გეგმავ? აირჩიე ვახო და ვარჯიშის დრო და პირობები ჩვენთან შეათანხმე.

ვახოს აქვს 15 წლიანი გამოცდილება ფიტნესში, სამედიცინო განათლება ეხმარება იმაში, რომ უსაფრთხოდ და სწორად ჩაატაროს ვარჯიშის პროცესი.

ის სერთიფიცირებულია ძალოვანი, ფუნქციური, რეაბილიტაციური და პოსტ ტრავმული ვარჯიშების პროგრამებში.

გამოირჩევა მომხმარებლებთან ინდივიდუალური მიდგომით და ჰყავს საუკეთესო რეალური შედეგების მქონე მოვარჯიშეები.

ვიოლეტა კუჭუხიძე

პილატესი

ᲕᲘᲝᲚᲔᲢᲐ ᲙᲣᲭᲣᲮᲘᲫᲔ

პილატესის ინსტრუქტორი

ვიოლეტასთან ერთად პილატესის კლასზე ივარჯიშებ. გაეცანი კლასის დეტალებს და აირჩიე შენთვის მოსახერხებელი დრო.

ვიოლეტა კუჭუხიძე არის ფიტნესითა და აქტიური ვარჯიშით გატაცებული ადამიანი, რომელსაც უწყვეტი, ხუთწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. ამ წლების განმავლობაში საკუთარ თავზე დაკვირვებითა და სისტემური ვარჯიშით ჩამოუყალიბდა მკაფიო ხედვა, თუ როგორ შეიძლება სასურველი შედეგის მიღწევა ისე, რომ პროცესი იყოს უსაფრთხო, სასიამოვნო და გრძელვადიანი.

ვიკამ წარმატებით გაიარა First Academy-ის პილატესის კურსი, რომელიც მოიცავს როგორც Mat-ის, ასევე რეფორმერ პილატესის სრულფასოვან შესწავლას. კურსის დასრულების შემდეგ გადაეცა ფიტნესის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული სერტიფიკატი, რაც მის პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

ვიკამ ტრენერობის გზა აირჩია იმისთვის, რომ ვარჯიში ადამიანებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და გასაგები გაეხადა. მისი მთავარი მოტივაციაა პროგრესის ხილვა - როგორც ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება, ისე თვითდაჯერებულობისა და ცხოვრების ხარისხის ზრდა. ყველაზე დიდ პროფესიულ კმაყოფილებას კი მას ის პროცესი ანიჭებს, როდესაც შრომა, დისციპლინა და ნდობა რეალურ შედეგებად გარდაიქმნება.

თემო გაბადაძე

პერსონალური ვარჯიში

ᲗᲔᲛᲝ ᲒᲐᲑᲐᲓᲐᲫᲔ

პერსონალური ტრენერი

პერსონალურ ტრენერთან ვარჯიშს გეგმავ? აირჩიე თემო და ვარჯიშის დრო და პირობები ჩვენთან შეათანხმე.

თემო გაბადაძის გზა პროფესიონალურ სპორტში ფეხბურთით დაიწყო, რომელსაც მან თავისი ცხოვრების 12 წელი მიუძღვნა. ფეხბურთმა მას ასწავლა დისციპლინა, გუნდურობა და მიზნისკენ მუდმივი სვლა, თუმცა ერთმა სერიოზულმა ტრავმამ საფეხბურთო კარიერის შეწყვეტა აიძულა.

სალომე ვაშაყმაძე

პერსონალური ვარჯიში

ᲡᲐᲚᲝᲛᲔ ᲕᲐᲨᲐᲧᲛᲐᲫᲔ

პერსონალური ტრენერი

თუ სალომესთან ვარჯიში გინდა, დაამატე ტრენერი შენს სეტს. ვარჯიშის დროსა და მომსახურების ფასს ჩვენთან დააზუსტებ.

სალომე ვაშაყმაძე კვალიფიცირებული პერსონალური ტრენერი და კარატეს ინსტრუქტორია, მრავალწლიანი სპორტული და პროფესიული გამოცდილებით.

აკაკი კოპალიანი

პერსონალური ვარჯიში

ᲐᲙᲐᲙᲘ ᲙᲝᲞᲐᲚᲘᲐᲜᲘ

პერსონალური ტრენერი

პერსონალურ ტრენერთან ვარჯიშს გეგმავ? აირჩიე აკაკი და ვარჯიშის დრო და პირობები ჩვენთან შეათანხმე.

აკაკის ჰქონდა მიზანი გამხდარიყო ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე მსოფლიოში. ის იცავდა შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში, როგორც ქუთაისის “აიას”, ასევე “არესის” ღირსებას, თუმცა ტრავმამ სპორტიდან ნაადრევად წასვლა აიძულა, მაგრამ სპორტთან ურთიერთობა აქ არ დასრულებულა.

აკაკი კოპალიანი არის სერთიფიცირებული ფიტნეს ტრენერი, რომელმაც სარაგბო კარიერაში მიღებული დისციპლინა, ფიზიკური მომზადება და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა პროფესიულ მეთოდიკად აქცია.

მისი მუშაობის სტილი ეფუძნება:

  • ტექნიკის აბსოლუტურ სიზუსტეს;
  • უსაფრთხოებას ვარჯიშის ყველა ეტაპზე;
  • ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მოვარჯიშესთან;
  • მკაცრ, მაგრამ სამართლიან სავარჯიშო გარემოს.

თუ მან ვერ შეძლო საკუთარი სპორტული მიზნის ბოლომდე მიყვანა, დღეს საკუთარ გამოცდილებას სხვებს უზიარებს და მუშაობს იმისთვის, რომ დაეხმაროს მათ დასახული სპორტული მიზნების მიღწევაში - როგორც ფიზიკური მზაობის, ისე ფსიქოლოგიური და ნუტრიციოლოგიური კუთხით.

ბექა მარგველაშვილი

პერსონალური ვარჯიში

ᲑᲔᲥᲐ ᲛᲐᲠᲒᲕᲔᲚᲐᲨᲕᲘᲚᲘ

პერსონალური ტრენერი

პერსონალურ ტრენერთან ვარჯიშს გეგმავ? აირჩიე ბექა და ვარჯიშის დრო და პირობები ჩვენთან შეათანხმე.

ბექას აქვს 12 წლიანი გამოცდილება ფიტნესის სფეროში, ხოლო 2018 წლიდან მუშაობდა ქუთაისის სხვადასხვა დარბაზებში, პერსონალური ტრენერის პოზიციაზე.

ის მუშაობს ინდივიდუალურ პროგრამებზე, რომლებიც მორგებულია თითოეული მოვარჯიშის მიზნებსა და ფიზიკურ შესაძლებლობებზე. მისი სპეციალიზაცია მოიცავს ცხიმის ეფექტურ წვას, კუნთოვანი მასის ზრდას, საჯდომის კუნთის კორექციასა და განვითარებას, ასევე ხერხემლის პრობლემების მქონე პირებთან უსაფრთხო ვარჯიშს.

ბექას ვარჯიშის მეთოდოლოგია ეფუძნება სწორ ტექნიკას, პროგრესულ დატვირთვას და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას. მთავარი მიზანია არა მოკლევადიანი ვიზუალური ცვლილება, არამედ სტაბილური ჯანმრთელობის, ფიზიკური ფორმისა და მენტალური გამძლეობის განვითარებაა.

მისი პროფესიული ფილოსოფიაა: Small smart choices + consistency + time = radical difference

ზურა ცხადაძე

ძალოვანი ვარჯიში და კვება

ᲖᲣᲠᲐ ᲪᲮᲐᲓᲐᲫᲔ

პერსონალური ტრენერი / ნუტრიციოლოგი

პერსონალურ ტრენერთან ვარჯიშს გეგმავ? აირჩიე ზურა და ვარჯიშის დრო და პირობები ჩვენთან შეათანხმე.

ზურა არის ფიტნეს ტრენერი და ნუტრიციოლოგი, ორი წლიანი პროფესიული გამოცდილებით. ის ფლობს პერსონალური ტრენერის საერთაშორისო სერტიფიკატს, ასევე NSMA-ს ნუტრიციოლოგიის სერტიფიკატს. მისი ძირითადი მიმართულებებია ძალოვანი ვარჯიში და სწორი, დაბალანსებული კვების დაგეგმვა.

ზურა წარმატებული საბანკო კარიერის პარალელურად წლების განმავლობაში აქტიურად ვარჯიშობდა სპორტულ ტანვარჯიშსა და კარატეში. სწორედ სპორტული ცხოვრების სიყვარულმა და პროცესისადმი მუდმივმა ინტერესმა მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ პროფესიონალურად გაეგრძელებინა გზა და გამხდარიყო პერსონალური ტრენერი.

ის მუდმივად ზრუნავს საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებაზე. მისი სამუშაო ფილოსოფია ეფუძნება ვარჯიშის სწორ ტექნიკას, პროცესზე მაქსიმალურ კონცენტრაციას და თითოეული მოძრაობის დეტალურ ახსნას.

ზურასთვის მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება ბუნებრივი და სასიამოვნო პროცესია, ხოლო მისი მთავარი მოტივაცია რეალური შედეგი და კმაყოფილი მომხმარებელია.

ნიკა ნოზაძე

კრივი

ᲜᲘᲙᲐ ᲜᲝᲖᲐᲫᲔ

კრივის ინსტრუქტორი

ნიკასთან ერთად კრივის კლასზე ივარჯიშებ. გაეცანი კლასის დეტალებს და აირჩიე შენთვის მოსახერხებელი დრო.

ნიკა ნოზაძე არის კრივისა და კიკბოქსინგის მწვრთნელი და ფიტნეს ინსტრუქტორი.

ის ბავშვობიდანვე იყო სპორტით გატაცებული. მაშინ, როცა საკუთარი მწვრთნელის სწავლების სტილსა და ვარჯიშის წესებს აკვირდებოდა, გაუჩნდა სურვილი, რომ მომავალში თავადაც გაეზიარებინა ცოდნა სხვებისთვის და დახმარებოდა მათ გამარჯვების გზაზე სვლაში.

ნიკა 17 წელია რაც აქტიურ სპორტშია. ის კიკბოქსინგში საქართველოს ხუთგზის ჩემპიონია, საერთაშორისო ქამრის მფლობელი K-1 წესებით ბრძოლაში. იგი კარიერის აქტიურ ფაზაშია და მომავალშიც არაერთ გამარჯვებასა და სასიამოვნო ემოციას ჰპირდება თავის გულშემატკივრებს.

უკვე სამი წელია აქტიური კარიერის პარალელურად, რაც პერსონალურ ტრენერად მუშაობს. ის შედეგზე ორიენტირებული მწვრთნელია და ყოველთვის ცდილობს, საკუთარი შრომითა და დამოკიდებულებით მოსწავლეებისთვის მაგალითი იყოს.

გურინ აისელი

იოგა

ᲒᲣᲠᲘᲜ ᲐᲘᲡᲔᲚᲘ

იოგას ინსტრუქტორი

გურინთან ერთად იოგას კლასზე ივარჯიშებ. გაეცანი კლასის დეტალებს და აირჩიე შენთვის მოსახერხებელი დრო.

გურინ აისელი ათ წელზე მეტია იოგას გზაზეა და ამ გამოცდილებას სხვებს უზიარებს როგორც იოგას ინსტრუქტორი.

მისი სწავლების სკოლა ეფუძნება ინდივიდუალურ მიდგომას და ძირითადად მოიცავს ჰათჰა იოგას ფიზიკურ პრაქტიკას, უსაფრთხო შესრულებასა და სხეულის სწორ გაგებას.

გარდა კლასიკური პრაქტიკისა, ის უძღვება მის მიერ შექმნილ სერიებს:

  • ფაუერ იოგა
  • იოგა ნიდრა
  • ბგერითი თერაპია ხელნაკეთი ინსტრუმენტების გამოყენებით

მისი მთავარი მიზანია, პრაქტიკის დროს მოსწავლეებმა თავი იგრძნონ დაცულად, მშვიდად და სრულად მოდუნებულად. უსაფრთხოება და სწორი შესრულება მისთვის სწავლების მთავარი პრინციპებია.

იოგის პრინციპებით ცხოვრება ადამიანს აძლევს შესაძლებლობას იყოს აწმყოში, ფოკუსირებული საკუთარ საქმეზე და შინაგანად მდიდარი. ეს გზა დისციპლინას მოითხოვს, მაგრამ დროთა განმავლობაში შეუცვლელი ხდება.

პერსონალური ვარჯიში

ᲒᲘᲜᲓᲐ ᲢᲠᲔᲜᲔᲠᲗᲐᲜ ᲕᲐᲠᲯᲘᲨᲘ?

შეარჩიე სეტი და დაამატე პერსონალური ტრენერი. ვარჯიშის დროს, პირობებსა და მომსახურების ფასს ჩვენთან შეათანხმებ.

PRO

130₾/ თვე

12 ვიზიტი · ტრენერის საფასური ცალკე

დაიწყე PIXL-ში

ᲨᲔᲛᲝᲒᲕᲘᲔᲠᲗᲓᲘ

შეარჩიე სეტი და დაიწყე ვარჯიში ჩვენთან.

აირჩიე აბონემენტი