ზურა ცხადაძე PIXL / TEAM

პერსონალური ტრენერი / ნუტრიციოლოგი

ᲖᲣᲠᲐ ᲪᲮᲐᲓᲐᲫᲔ

პერსონალურ ტრენერთან ვარჯიშს გეგმავ? აირჩიე ზურა და ვარჯიშის დრო და პირობები ჩვენთან შეათანხმე.

მიმართულება
ძალოვანი ვარჯიში და კვება
კლუბი
PIXL Fitness / ქუთაისი
  • 2წელი

    პროფესიული გამოცდილება

  • NSMA

    ნუტრიციოლოგიის სერტიფიკატი

  • საერთაშორისო

    პერსონალური ტრენერის სერტიფიკატი

გაიცანი ტრენერი

ᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

ზურა არის ფიტნეს ტრენერი და ნუტრიციოლოგი, ორი წლიანი პროფესიული გამოცდილებით. ის ფლობს პერსონალური ტრენერის საერთაშორისო სერტიფიკატს, ასევე NSMA-ს ნუტრიციოლოგიის სერტიფიკატს. მისი ძირითადი მიმართულებებია ძალოვანი ვარჯიში და სწორი, დაბალანსებული კვების დაგეგმვა.

ზურა წარმატებული საბანკო კარიერის პარალელურად წლების განმავლობაში აქტიურად ვარჯიშობდა სპორტულ ტანვარჯიშსა და კარატეში. სწორედ სპორტული ცხოვრების სიყვარულმა და პროცესისადმი მუდმივმა ინტერესმა მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ პროფესიონალურად გაეგრძელებინა გზა და გამხდარიყო პერსონალური ტრენერი.

ის მუდმივად ზრუნავს საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებაზე. მისი სამუშაო ფილოსოფია ეფუძნება ვარჯიშის სწორ ტექნიკას, პროცესზე მაქსიმალურ კონცენტრაციას და თითოეული მოძრაობის დეტალურ ახსნას.

ზურასთვის მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება ბუნებრივი და სასიამოვნო პროცესია, ხოლო მისი მთავარი მოტივაცია რეალური შედეგი და კმაყოფილი მომხმარებელია.

მეტი ინფორმაციისთვის მოგვწერე

პირველი ნაბიჯი

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲘᲬᲧᲝ?

პერსონალური ტრენერის მომსახურების საფასური სეტის ფასში არ შედის.

აირჩიე ტრენერი
  1. ᲨᲔᲐᲠᲩᲘᲔ ᲡᲔᲢᲘ

    გაეცანი სეტებს და შეარჩიე შენთვის მოსახერხებელი პირობები.

  2. ᲓᲐᲐᲛᲐᲢᲔ ᲢᲠᲔᲜᲔᲠᲘ

    შეკვეთის ფორმაში ტრენერი უკვე არჩეული დაგხვდება.

  3. ᲨᲔᲐᲗᲐᲜᲮᲛᲔ ᲕᲐᲠᲯᲘᲨᲘ

    ვარჯიშის დრო და ტრენერის საფასური კლუბთან დააზუსტე.