ნიკა ნოზაძე PIXL / TEAM

კრივის ინსტრუქტორი

ᲜᲘᲙᲐ ᲜᲝᲖᲐᲫᲔ

ნიკასთან ერთად კრივის კლასზე ივარჯიშებ. გაეცანი კლასის დეტალებს და აირჩიე შენთვის მოსახერხებელი დრო.

მიმართულება
კრივი
კლუბი
PIXL Fitness / ქუთაისი
  • 17წელი

    აქტიურ სპორტში

  • 5-გზის ჩემპიონი

    საქართველოს ჩემპიონი კიკბოქსინგში

  • K-1

    საერთაშორისო ქამრის მფლობელი

გაიცანი ტრენერი

ᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

ნიკა ნოზაძე არის კრივისა და კიკბოქსინგის მწვრთნელი და ფიტნეს ინსტრუქტორი.

ის ბავშვობიდანვე იყო სპორტით გატაცებული. მაშინ, როცა საკუთარი მწვრთნელის სწავლების სტილსა და ვარჯიშის წესებს აკვირდებოდა, გაუჩნდა სურვილი, რომ მომავალში თავადაც გაეზიარებინა ცოდნა სხვებისთვის და დახმარებოდა მათ გამარჯვების გზაზე სვლაში.

ნიკა 17 წელია რაც აქტიურ სპორტშია. ის კიკბოქსინგში საქართველოს ხუთგზის ჩემპიონია, საერთაშორისო ქამრის მფლობელი K-1 წესებით ბრძოლაში. იგი კარიერის აქტიურ ფაზაშია და მომავალშიც არაერთ გამარჯვებასა და სასიამოვნო ემოციას ჰპირდება თავის გულშემატკივრებს.

უკვე სამი წელია აქტიური კარიერის პარალელურად, რაც პერსონალურ ტრენერად მუშაობს. ის შედეგზე ორიენტირებული მწვრთნელია და ყოველთვის ცდილობს, საკუთარი შრომითა და დამოკიდებულებით მოსწავლეებისთვის მაგალითი იყოს.

მეტი ინფორმაციისთვის მოგვწერე

პირველი ნაბიჯი

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲘᲬᲧᲝ?

კლასის პირობებსა და მოქმედ განრიგს კლუბთან დააზუსტებ.

კრივის კლასები
  1. ᲒᲐᲔᲪᲐᲜᲘ ᲙᲚᲐᲡᲡ

    ნახე კრივის აღწერა და განრიგი.

  2. ᲓᲐᲐᲖᲣᲡᲢᲔ ᲓᲠᲝ

    მოქმედი განრიგისა და თავისუფალი ადგილების შესახებ მოგვწერე.

  3. ᲓᲐᲒᲔᲒᲛᲔ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲕᲘᲖᲘᲢᲘ

    კლასის პირობები და მოსვლის დეტალები კლუბთან შეათანხმე.