ვიოლეტა კუჭუხიძე PIXL / TEAM

პილატესის ინსტრუქტორი

ᲕᲘᲝᲚᲔᲢᲐ ᲙᲣᲭᲣᲮᲘᲫᲔ

ვიოლეტასთან ერთად პილატესის კლასზე ივარჯიშებ. გაეცანი კლასის დეტალებს და აირჩიე შენთვის მოსახერხებელი დრო.

მიმართულება
პილატესი
კლუბი
PIXL Fitness / ქუთაისი
  • 5წელი

    უწყვეტი პრაქტიკული გამოცდილება

  • Mat + Reformer

    First Academy-ის პილატესის კურსი

  • სერტიფიკატი

    აღიარებული ფიტნესის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ

გაიცანი ტრენერი

ᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

ვიოლეტა კუჭუხიძე არის ფიტნესითა და აქტიური ვარჯიშით გატაცებული ადამიანი, რომელსაც უწყვეტი, ხუთწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. ამ წლების განმავლობაში საკუთარ თავზე დაკვირვებითა და სისტემური ვარჯიშით ჩამოუყალიბდა მკაფიო ხედვა, თუ როგორ შეიძლება სასურველი შედეგის მიღწევა ისე, რომ პროცესი იყოს უსაფრთხო, სასიამოვნო და გრძელვადიანი.

ვიკამ წარმატებით გაიარა First Academy-ის პილატესის კურსი, რომელიც მოიცავს როგორც Mat-ის, ასევე რეფორმერ პილატესის სრულფასოვან შესწავლას. კურსის დასრულების შემდეგ გადაეცა ფიტნესის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული სერტიფიკატი, რაც მის პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

ვიკამ ტრენერობის გზა აირჩია იმისთვის, რომ ვარჯიში ადამიანებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და გასაგები გაეხადა. მისი მთავარი მოტივაციაა პროგრესის ხილვა - როგორც ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება, ისე თვითდაჯერებულობისა და ცხოვრების ხარისხის ზრდა. ყველაზე დიდ პროფესიულ კმაყოფილებას კი მას ის პროცესი ანიჭებს, როდესაც შრომა, დისციპლინა და ნდობა რეალურ შედეგებად გარდაიქმნება.

მეტი ინფორმაციისთვის მოგვწერე

პირველი ნაბიჯი

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲘᲬᲧᲝ?

კლასის პირობებსა და მოქმედ განრიგს კლუბთან დააზუსტებ.

პილატესის კლასები
  1. ᲒᲐᲔᲪᲐᲜᲘ ᲙᲚᲐᲡᲡ

    ნახე პილატესის აღწერა და განრიგი.

  2. ᲓᲐᲐᲖᲣᲡᲢᲔ ᲓᲠᲝ

    მოქმედი განრიგისა და თავისუფალი ადგილების შესახებ მოგვწერე.

  3. ᲓᲐᲒᲔᲒᲛᲔ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲕᲘᲖᲘᲢᲘ

    კლასის პირობები და მოსვლის დეტალები კლუბთან შეათანხმე.